საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისწინა მოთელვაზეა (VIDEO)

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისწინა მოთელვაზეა (VIDEO)

20:00 საათზე დაიწყება ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მორიგი მატჩი საქართველოსა და საბერძნეთს შორის. ამ შეხვედრამდე გაიმართა ჯგუფის პირველი მატჩი სლოვენიასა და ჰოლანდიას შორის, რომელიც ქართველებისთვის სასარგებლო შედეგით დასრულდა. ქართველების კონკურენტმა ჰოლანდიელება დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს სლოვენიას, ბოლოსწინა წითზე 2 ქულითაც მიუახლოვდნენ, თუმცა საბოლოოდ 7 ქულით დამარცხდნენ.
ამ მატჩის ბოლო წუთებს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებმა უყურეს. ჩვენი ეროვნული გუნდი „ზაგრებ-არენაზეა“ და ბერძნებთან მატჩისთვის ემზადება. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველების ხუთეული უცვლელია. ფოტომასალასთან ერთად გთავაზობთ ჩვენი ნაკრების “ზაგრებ-არენაზე” მისვლის ამსახველ ვიდეო-რგოლს.