საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში ათენიდან ჩავიდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა საბერძნეთში სერბეთს და საბერძნეთს მოუგო, „აკრპოლისის“ თასი მოიგო და ისრაელში ჯგუფის ფავორიტის რანგში ჩავიდა.
საქართველოს ნაკრები ისრაელში დაახლოებით 13:00 საათზე ჩაფრინდა. ჩვენს გუნდს თელ ავივის აეროპორტში დახვდა ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, რომელმაც დელეგაციის სია ისრაელის მესაზღვრეებს გადასცა და კალეთბურთელთა ნაკრებიც დაუბრკოლებლად შევიდა ისრაელში.
ავტობუსით თითქმის ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ, რაც განპირობებული იყო თელ ავივის საცობების გამო, საქართველოს ნაკრები სასტუმრო „ჰილტონში“ მივიდა, სადაც მცხოვრებ ჯგუფის მონაწილე ნაკრებებს – უკრაინას, გერმანიას, იტალიას და ლიტვას შეუერთდა.
სადილობისა და ნომრებში დაბინავების შემდეგ, ილიას ზუროსმა ჩვენთვის გამოყოფილი სავარჯიშო დროით ისარგებლა და კალათბურთელებს თელ ვივის არენაზე უხმო, სადაც ჩვენი ნაკრების საათზე ოდნავ მეტხნიანი ვარჯიში ჩატარდა, რაც მოთელვებს და კომბინაციების ორმხრივი თამაშით დამუშავებას დაეთმო.
ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრები წევრებმა კომენტარები გააკეთეს ისრაელში მოვლინებულ ერთადერთ ქართულ ტელევიზია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. ქართველებით დაინტერესდნენ ლიტველი ჟრნალისტები, რომლებიც ჩვენი ნაკრების სასტუმროში დაბრუნებისას უფრო მრავლად იყვნენ. მედიის წარმომადგენლები ისე დახვდნენ ვარჯიშიდან „ჰილტონში“ მიბრუნებულ საქართველოს ნაკრებს, მსოფლიო, ანაც კონტინენტის წამყვან, ვრსკვლავებით სავსე გუნდებს რომ ხვდებიან.
საქართელოს ნაკრები 30 აგვისტოს ერთ ვარჯიშს გამართავს. 16:20 წუთზე თელ ავივ არენაზე ილიას ზუროსი ლიტვასთან მატჩის წინ გენერალურ ვარჯიშს ჩაატარებს.