საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი ესპანურ “ხუვენტუდში” ჩაირიცხა

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი ესპანურ “ხუვენტუდში” ჩაირიცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ეხლახან ნატურალიზებული კორი ფიშერი ესპანური პრიმერადივიზიონის გუნდ „ხუვენტუდში“ ჩაირიცხა. 24 წლის უკანახაზელი, რომელიც შარშან თურქული “ანტალიას” ღირსებას იცავდა, მომავალ სეზონში ელიტარულ ACB ლიგაში ითამაშებს.
2011 წლამდე ფიშერი NCAA-ში ვილანოვას უნივერსიტეტის გუნდში ირიცხებოდა, გასულ სეზონში კი თურქული კლუბის მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 34.2 წუთში 17.2 ქულას, 4.4 პასს, 3.5 მოხსნას და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.
 
ფიშერმა საქართველოს ნაკრებში უკვბე ჩაატარა რამდენიმე მატჩი. საკონტროლო შეხვედრებში იგორ კოკოშკოვმა ფიშერთან ერთად მეორე ნატურალიზებული ამერიკელი, ჯეიკობ პულენი გამოსცადა, ხოლო რომელი მიიღებს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას, ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ.