საქართველოს ნაკრების საპრეზენტაციო ბროშურა ცელიე არენას მედია-ცენტრში

საქართველოს ნაკრების საპრეზენტაციო ბროშურა ცელიე არენას მედია-ცენტრში

ევროპის ჩემპიონატზე, „ცელიე არენას“ მედია-ცენტრში, სადაც ჟურნალისტები იკრიბებიან და მუშაობენ, მათ საქართველოს ნაკრებზე ინფორმაციის მიღება სპეციალური ბროშურიდანაც შეუძლიათ. გუშინ, სანამ პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დაიწყებოდა, „ცელიე არენას“ მედია-ცენტრში ორგანიზატორთა მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა საინფორმაციო ჟურნალსა თუ ბუკლეტის გვერდით ჩვენი ნაკრების საპრეზენტაციო ბროშურა გამოიფინა.
ბროშურა, სახელწოდებით საქართველოს ეროვნული ნაკრები, ინგლისურ ენაზეა და მასში ჩვენი ნაკრების ყველა წევრის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი ეროვნული და საკლუბო კარიერის შესახებ. ასევე წარმოდგენილიააქართველოს ნაკრების ევროსარბიელზე ნაჩვენები ყველა ოფიციალური შედეგი.
ბროშურა, რა თქმა უნდა, უფასოა და მას მედია-ცენტრში განთავსების შემდეგ საკმარისი მსურველი გამოუჩნდა. პოლონელების განადგურების შემდეგ კი ეს ინტერესი გაღრმავდა და  ბროშურის 4 სექტემბრისთვის განკუთვნილი მარაგი ერთბაშად ამოიწურა.