საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ესპანურ “გრან კანარიაში” გადავიდა

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ესპანურ “გრან კანარიაში” გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი ტორინ გრინი ესპანურ „გრან კანარიაში“ გადავიდა. გრინმა კუნძულელებთან 2–წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2008-09 წლების სეზონში გრინი ესპანურ ლიგაში უკვე თამაშობდა და “სარაგოსას” მაისურით 10.7 ქულას, 2.3 მოხსნასა და 2.1 პასს აგროვებდა, გასულ სეზონში კი ბერძნულ აეკ-ში თამაშობდა და მისი საშუალო მაჩვენებელი 15.3 ქულა, 2.8 მოხსნა და 3.5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
გრინმა კონტრაქტი საკუთარი აგენტის შუამავლობით გააფორმა. ის ესპანეთში არ ჩასულა, რადგან უკვე 1 თვეა, საქართველოს ნაკრებშია და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაფიო მატჩებისთვის ემზადება.
„გრან კანარია“ გასულ სეზონში ესპანეტის  რეგულარულ ჩემპიონატში მე–8 ადგილზე გავიდა და პლეი ოფის ბოლო საგზური ირგუნა. შესაბამისად, კანარიელები პლეი ოფში პირველ ადგილზე გასულ „ბარსელონას“ შეხვდნენ და მეოთხედფინალური სერია 0:2 წააგეს. ახალი სეზონიდან ეს გუნდი ალბათ უფრო ამბიციური იქნება, რადგან გრინის გარდა კიდევ არაერთი მაღალი დონის მოთამაშე შეიმატა.
 

ტორინ გრინი “სარაგოსაში” თამაშისას