საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან წააგო და უკრაინის იმედზეა

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან წააგო და უკრაინის იმედზეა

პირველი მეოთხედი
ერლ როულანდმა ჯარიმის თანხლებით ჩაგვიგდო, დამატებითი სროლაც მიითვალა და 3:0. საპასუხოდ ფაჩულიამ საშუალო მანძილიდან ორქულიანი მიითვალა. დეიან ივანოვის ორიანს სანიკიძემ სამიანით უპასუხა და ანგარიში გათანაბრდა – 5:5. ჩვენებმა დაცვაში ბურთი აიღეს და სანიკიძე ჯარიმით შეაჩერეს. ვიქტორმა ორივე სროლა ჩააგდო და საქართველო პირველად დაწინაურდა. როულანდსის მორიგ ორქულიანს მარკოიშვილმა სამიანით, სანიკიძემ კი ორქულიანით უპასუხა და კოკოშკოვის გუნდი უკვე 5 ქულას იგებს – 12:7 შეხვედრის მეოთხე წუთისთვის.
 
ვიქტორ სანიკიკიძემ მორიგი 2 ქულა მიითვალა, რასაც ცინცაძემ საჯარიმოებიც მიამატა და კოკოშკოვის გუნდი 15:8 დაწინაურდა. მარინოვი სამქულიანს აგდებს და ბულგარელები 4 ქულამდე ამცირებენ ჩამორჩენას. ქართველები ბურთს კარგავენ და მარინოვი ამჯერად ორქულიანს ითვლის. მარინოვი შეუჩერებელია, მორიგ შეტევაში შორ ორიანს აგდებს და ანგარიში თანაბრდება – 15:15 პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2:39 წუთით ადრე.
 
კოკოშკოვი წუთშესვენებას იღებს და მოედანზე ჰაინსი და შენგელია შემოჰყავს. ბულგარელები კარგად იცავენ თავს და 24 წამის წესს გვარღვევინებენ. კალოან ივანოვი ორქულიანს აგდებს და ბულგარელები წინ გადიან. ბოლო 4 წუთი საქართველომ 9:0 წააგო. დეიან ივანოვის ორიანი და 19:15. ბოლო შეტევა ვეღარ ჩააგდეს ჩვენებმა და ათწუთეულიც დასრულდა.
 
 
მეორე მეოთხედი
ჰაინესი სამქულიანით მინიმუმამდე ამცირებს ჩამორჩენას, თუმცა კ. ივანოვი ფარქვეშიდან 2–ქულიანს ითვლის. საპასუხოდ მარკოიშვილი, შემდეგ კი შენგელია ორიანს აგდებს და საქართველომ ლიდერობა დაიბრუნა – 22:21 სირენამდე 07:39 წუთით ადრე.
 
ორმხრივი შეცდომების შემდეგ მარკოიშვილი შორეულ ორქულიანს აგდებს და ანგარიში 24:21 ხდება. ბოჟიდარ ავრამოვის სამქულიანით ბულგარეთი მინიმუმამდე ამცირებს ჩამოჩენას, რის შემდეგაც მარინოვი ეფექტურად ტენის და ბულგარელები წინ გადიან – 27:26. თუმცა უმალ ვიბრუნებთ ლიდერობას – ფაჩულია ფარქვეშიდან ზუსტად აგვირგვინებს შეტევას, პლუს მასზე ჯარიმდებიან და დამატებით სროლასაც აგდებს – 29:27 ტაიმის დასრულებამდე 3:20 წუთით ადრე.
 
შენგელია მარკოიშვილის აცილებულს ხსნის და ამატებს – 31:27. სანიკიძე ბანევზე ფარქვეშ ჯარიმდება და კოკოშკოვი წუთშესვენებას იღებს. სირენამდე 1:33 წუთია. ბანევი ორივე სროლას აცილებს, მაგრამ მოხსნისთვის ბრძოლაში ფაჩულია ჯარიმდება და კ. ივანოვი 1 საჯარიმოს აგდებს – 31:28. ფაჩულია შენგელიას აცილებულს წარმატებით ამატებს და საქართველო 5 ქულით გადის წინ – 33:28 პირველი ტაიმის დასრულებამდე 1:11 წუთით ადრე.
 
ერლ როულანდი სამქულიანს აგდებს, რასაც მარკოიშვილი ახლო ორქულიანით პასუხობს. როულანდი კვლავ ზუსტია შორი დისტანციიდან და საქართველო 1 ქულასღა იგებს. ბოლო შეტევა ჩვენებზეა და ზაზა ფაჩულია სირენის თანხლებით აგდებს შორეულ ორქულიანს და ტაიმი საქართველოს გამარჯვებით – 37:34 სრულდება.
 
მესამე მეოთხედი
ერლ როულანდი პერიმეტრიდან შეუჩერებელია. მორიგ სამქულიანს აგდებს, რასაც ფაჩულია ორიანით პასუხობს 39:37. ფაჩულია შეტევაში ბურთს კარგავს და ბულგარელებს სანიკიძე სუფთად და ეფექტურად აფარებს. მოედანზე დაბრუნებული ვლადიმერ ბოისა ფარქვეშიდან შედეგიანად თამაშობს – 41:37 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 7 წუთით ადრე.
 
ცინცაძე დაცვაში ჩინებულად თამაშობს, ბურთს ჭრის და სანიკიძე სწრაფ შეტევას ეფექტურად აგვირგვინებს 43:37. დეიან ივანოვის ორქულიანის შემდეგ ფაჩულია შეტევაში ჯარიმდება კვლავ დეიანი შორ ორქულიანს ითვლის 43:41 სირენამდე 5:29 წუთით ადრე.
 
ზაზა ფაჩულია ფეხს იტკივებს და მოედნიდან გადის. კალოიან ივანოვი ფარქვეშიდან ანგარიშს ათანაბრებს. ჰაინესის სამქულიანი ჰაერივით საჭიროა – 46:43.  თუმცა როულანდიც ზუსტია შორი დისტანციიდან და 46:46. ორმხრივი შეცდომების შემდეგ მარკოიშვილი ორქულიანს აგდებს – 48:46. შენგელია ვიდენოვზე ჯარიმდება. ეს უკანასკნელი ორივე სროლას აგდებს და ანგარიში თანაბრდება – 48:48 სირენამდე 1:50 წამით ადრე. მარკოიშვილი შორ ორქულიანს აგდებს და 50:48. ჩვენები დაცვაში ბურთს ჭრიან და ჰაინესს ჯარიმით აჩერებენ, თუმცა ჰაინსი ორივე აცილებს. როულანდი ფარქვეშ შედის და ანგარიშს ათანაბრებს. შენგელია წარმატებით შედის და აგდებს, იგიოვეს აკეთებს კ. ივანოვი. სირენის თანხლებით ჰაინესი საჭირო სამქულიანს აგდებს და საქართველო ბოლო მეოთხედის წინ სამი ქულით იგებს – 55:52.
 
 
მეოთხე მეოთხედი
სანიკიძე საჯარიმოს თანხლებით აგდებს, დამატებით სროლასაც ზუსტად ითვლის და 58:52. დეიან ივანოვი ფარქვეშიდან აგდებს და ბულგარელები 4 ქულამდე ამცირებენ სხვაობას. ვ. ბოისა საჯარიმოს ხაზიდან ერთსს აგდებს და საქართველო 5 ქულით გადის წინ – სირენამდე 7 წუთია დარჩენილი. სანიკიძე ეფექტურად აფარებს ივანოვს და ჰაინსი სწრაფ შეტევას წარმატებით აგვირგვინებს – 61:54 საფინალო სირენამდე 6:30 წუთით ადრე. ფილიფ ვიდენოვი სამქულიანით ამცირებს ჩამორჩენას – 57:61 საქართველოს სასარგებლოდ, დასრულებამდე 6 წუთით ადრე.
 
სანიკიძის 2 ზუსტი საჯარიმოს შემდეგ კოკოშკოვის გუნდი 63:57 წინაურდება. ქართველებმა მეოთხედში პირველი ჯარიმა მეხუთე წუთზე მიიღეს. სანიკიძე 2 საჯარიმოს კვლავ აგდებს, თუმცა როულანდი სამიანით პასუხობს და ბულგარელები 65:67 ამცირებენ სხვაობას. თამაშის დასრულებამდე 3 წუთია და ზაზა ფაჩულია მოედანზე ბრუნდება. როულანდი ათანაბრებს ანგარიშს – 67:67. კ. ივანოვი სამიანს აგდებს. ფაჩულია მოედნიდან კვავ კოჭლობით გადის. 70:67 ბულგარელები წინ გადიან სირენამდე 2 წუთით ადრე. დ. ივანოვი შორ ორიანს აგდებს და ბულრეთი 5 ქულით გვიგებს. შეტევაში ჩვენები ბურთს კარგავენ და ავრამოვი ბულგარელთა უპირატესობას 7 ქულამდე ზრდის – 74:67. დასრულებამდე 1:17 წუთია. დარჩენილ დროში ჩვენმა ნაკრებმა ვეღარ მოახერხა თამაშის შეტრიალება და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით დამარცხდა – 79:89.
 
ერთი საინტერესო და ჩვენთის დასანანი ფაქტი: თამაშის ბოლო 4:15 წუთი საქართველოს ნაკრებმა 2:17 წააგო. ერთადერთი შანსი დარჩა საქართველოს ნაკრებს. თუკი დღეს გასამართ მატჩში უმოტივაციო უკრაინა ასევე უმოტივაციო ბელგიას დაამარცხებს, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა.
 
 
 

 
 
საქართველო 69:79  ბულგარეთი
15:19, 22:15, 18:18, 14:27
მსაჯები: ფაბიო ფაჩინი (იტალია), ტომას იასევიჩუსი (ლიტვა), ოლივერ კრაუზე (გერმანია)
 
საქართველო
 
4. გამყრელიძე                     (0)
5. ვ. ბოისა                            (0)
6. ა. ბოისა                             (3)
7. ფაჩულია                          (13)
8. ცინცაძე                             (1)
9. შერმადინი                       (0)
10. ფარღალავა                    (0)
11. მარკოიშვილი                (13)
12. ჰაინესი                           (15)
13. სანიკიძე                         (18)
14. შენგელია                       (6)
15. ცქიტიშვილი                 (0)
 
ბულგარეთი
 
4. დ. ივანოვი                       (12)
5. კ. ივანოვი                        (15)
6. როულანდი                     (25)
7. კოსტოვი                           (0)
8. ვიდენოვი                        (9)
9. მარინოვი                          (9)
10. ავრამოვი                        (9)
11. ზ. გეორგიევი                (0)
12. ა. გეორგიევი                 (0)
13. ველიკოვი                      (0)
14. ბანევი                             (0)
15. ვარბანოვი                      (0)