საქართველოს ნაკრებმა ესტონეთიც დაამარცხა და თბილისის ტურნირზე გალიდერდა

საქართველოს ნაკრებმა ესტონეთიც დაამარცხა და თბილისის ტურნირზე გალიდერდა

საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეორე გამარჯვება. თბილისის საერთაშორისო ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდია. უკრაინამ მოულოდნელად ბელარუსთან წააგო, საქართველომ კი ესტონეთი დაამარცხა და მდევარ ბელარუსს ქულით და პირადი მოგებით უსწრებს. შედეგიდან არ ჩანს, თუმცა უკრაინასთან დღევანდელი შეხვედრა ქართველებისთვის უფრო იოლი იყო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა. საბოლოოდ 84:71 – საქართველოს ნაკრებს წინ ვერც ესტონელები აღუდგნენ.
პირველ მეოთხედში მეტ–ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. საქართველომ ათწუთეული 23:18 მოიგო. მეორეში ქართველებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდი შესვენებისთვის უკვე 48:36 იგებდნენ. მალე იგორ კოკოშკოვის გუნდის ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია და თამაშში გამარჯვებულიც გამოვლინდა.
ჩვენი ნაკრების ბომბარდირი კვლავ თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 32 წუთში 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ათქულიან ზღვარს ასცდნენ ზაზა ფაჩულია (11), გიორგი შერმადინი (12), მანუჩარ მარკოიშვილი (11) და ვიქტორ სანიკიძე. ეს უკანასკნელი მატჩის ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულა, 13 მოხსნა.
საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში, 9 აგვისტოს, უკრაინას დაუპირისპირდება და შესაძლოა, წაგების შემთხვევაშიც გახდეს თბილისური ტურნირის გამარჯვებული, თუმცა… ქართველები ტურნირზე შესანიშნავად თამაშობენ და ძნელადსავარაუდოა, რომ თუნდაც უკრაინასთან რამე დათმონ.
სატურნირო ვითარება
საქართველო  2          2          0          4
ბელარუსი      2          1          1          3
უკრაინა          2          1          1          3
ესტონეთი      2          0          2          2
 
 

ვიქტორ სანიკიძე:
ერცერთი მატჩი არ მინახავს მაგრამ ესტონეთსა და  ბელარუსზე ძლიერი გუნდია, მიუხედავად დღევანდელი მარცხისა.  ვფიქრობ  ყველაზე დაძაბული შეხვედრა ხვალ გველის
 
კოტე ტუღუში: ესტონეთის გუნდი გამოირჩევა პერიმეტრიდან სროლებით და რთულია ასეთ მეტოქესთან თამაში, თუმცა სასიხარულოა რომ მოვახერხეთ  მოწინააღმდეგის თამაშზე კონტროლის დამყარება, დაცვის  გამოსწორება და და გამარჯვება ამის ხარჯზე  მოვიპოვეთ.
 
ტიიტ სტოკი, ესტონეთინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი:  საქართველო ძალიან კარგი გუნდია და ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამასთან, საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია და საკუთარ მოედანზე თამაშობს, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა.  ჩვენ ბევრი ვეცადეთ, თუმცა სამწუხაროდ არაფერი გამოგვივიდა. ჩვენი ერთ-ერთი სისუსტე შიგნიდან სროლაა, რაც დღეს მატჩის შედეგზეც აისახა.

 

 

 

ლაშა კუპრაშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები