საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი საბერძნეთთან მატჩით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი საბერძნეთთან მატჩით დაასრულა

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან პირველი მეოთხედის შემდეგ 1 ქულით – 13:12 იგებს. ჩვენმა ნაკრებმა მობილიზებით ჩაატარა საწყისი ათწუთეული და ძლიერ მეტოქეს მდევრის როლში ამყოფებს. გიორგი შერმადინმა ბოლო წუთზე ორჯერ ჩატენა და ამის შემდეგ ქართველებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს. ბერძნები 12:7 გვიგებდნენ, თუმცა სწრაფი შეტევებისა და მწყობრი დაცვის შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდმა მოახერხა დაწინაურება.
 
მეორე მეოთხედი
მეორე მეოთხედიდან ქართველები კიდევ უფო ყოჩაღად ათამაშდნენ. გუნდური თამაშის წყალობითა და დაცვაში მწყობრი მოძრაობით კოკოშკოვის გუნდი 22:19 დაწინაურდა, თუმცა ბერძნები არ რჩებოდნენ და ქართველებს კუდში მისდევდნენ. მანუჩარ მარკოიშვილის საშუალო მანძილიდან ჩაგდებულის შემდეგ ჩვენები 24:22 დაწინაურდნენ, ტაიმის დასრულებამდე კი 5 წუთი რჩებოდა. მორიგი სწრაფი შეტევა მარკიზ ჰაინსმა დააგვირგვინა და 26:22. კოსტანტინოს ვასილიადისმა სამქულიანი ჩაგვიგდო, რასაც გამყრელიძემ იგივეთი უპასუხა და 29:25 სირენამდე 4 წუთით ადრე.
 
მავროედისი ორქულიანს აგდებს, შენგელია მასზე ჯარიმდება და ბერძნები ქულით უახლოვდებიან ჩვენებს. გამყრელიძე მორიგ ზუსტ გარღვევას ახორციელებს, თუმც იგივეთი გვპასუხობენ ბერძნებიც და ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სხვაობა კვლავ 1 ქულაა – 31:30. მარკოიშვილის ზუსტი სროლის შემდეგ ქართველები კვლავ 3 ქულით წინაურდებიან. მალევე გიორგი შერმადინი შენგელიას სროლას ამატებს და კოკოშკოვის გუნდი სირენამდე 1:12 წუთით ადრე 35:30 გალიდერდა. კაიმაკოღლუ საჯარიმოს ხაზიდან კვლავ 3 ქულამდე ამცირებს სხვაობას და ტაიმიც სრულდება – 35:32 საქართველოს სასარგებლოდ.
 
მესამე მეოთხედი
ბერძნებმა მეორე ტაიმი სამქულიანით გახსნეს, რასაც გიორგი შერმადინმა და მარკოიშვილმა ორიანებით უპასუხეს და ქართველების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა – 39:35 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 8 წუთით ადრე. გუნდები ორქულიანებს ცვლიან, თუმცა ანტონის ბურუსისის სროლის შემდეგ ბერძნები 2 ქულით გვიახლოვდებიან. კალატისის სროლის შემდეგ ბერძნები ქულით წინ გადიან, თუმცა შენგელია ზუსტი გარღვევით ჩვენებს ლიდერობას უბრუნებს. ფოცისი ჩვენს საჯარიმოში კარგად თამაშობს და 44:43 საბერძთის სასარგებლოდ. იანის ბურუსისი ზედიზედ აგდებს საშუალო სროლებს და უკვე ბერძნები წინაურდებიან 5 ქულით – 48:43 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე. მარკიზ ჰაინსი დაცვაში ბურთს ჭრის, მთელ მოედანს სერავს და ტენის – 45:48. შემდეგ გუნდები შეტევებს ცვლიან და საბოლოოდ მესამე მეოთხედი საბერძნეთის სასარგებლოდ 51:47 სრულდება.
 
მეოთხე მეოთხედი
კოსტას კუფოსის სროლის შემდეგ საბერძნეთი 53:47 დაწინაურდა. ბერძნებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – ზისისისა და ვასილიადისის გარღვევების შემდეგ საბერძნეთი 57:47 დაწინაურდა. ქართველები შეტევაში ხან ბურთს კარგავდნენ, ხანაც მიზანში ვერ არტყავდნენ. გიორგი შერმადინმა ნავსი გატეხა. მისი მორიგი ჩატენვის შემდეგ ჩამორჩენა 8 ქულამდე შემცირდა. ამას სანიკიძის საჯარიმოები მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე საქართველო 6 ქულით მიუახლოვდა საბერძნეთს – 51:57.
 
ჩვენებმა ორქულიანი, მერე სამიანი ააცილეს, რასაც ვასიალიადისის ორიანი მოჰყვა. სანიკიძემაც ორქულიანი მიითვალა, ვასილიადისმა კი მორიგი სამქულიანით გაახარა თავისიანები. საქართველოს ნაკრები ცდილობს, ჩამორჩენა აღმოფხვრას, მაგრამ ვბერძნები შეტევაში დამაჯერებლად თამაშობენ. 64:55 დასრულებამდე 2 წუთით ადრე.ვასილიადისმა შორი სამქულიანით მატჩის ბედი გადაწყვიტა – 67:55 დასრულებამდე 1:50 წუთით ადრე. საბოლოოდ ქართველებისთვის არაფერი შეცვლილა – საბერძნეთის ნაკრები მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე.
 
 
 
საბერძნეთი 73:60 საქართველო
 
12:13, 20:22, 19:12 22:13
საქართველო:
შერმადინი               10
მარკოიშვილი          8
ჰაინსი                       11
სანიკიძე                   6
ცქიტიშვილი            3
გამყრელიძე              9
შენგელია                  11
ვ. ბოისა
ა. ბოისა                     2