საქართველოს ნაკრებმა “მიკოლო რივერიოს” უნივერსიტეტის დარბაზში ივარჯიშა

საქართველოს ნაკრებმა “მიკოლო რივერიოს” უნივერსიტეტის დარბაზში ივარჯიშა

მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, საქართველოს ნაკრებმა დღეს პირველად ივარჯიშა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ვილნიუსის „მიკოლო რივერიოს“ დარბაზში ზაზა ფაჩულიას გარეშე ივარჯიშა. ნაკრების კაპიტანს, როგორც ცნობილია, ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი და კოკოშკოვის გუნდს ვერ დაეხმარება.
 
„სამწუხაროდ, რომ ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ჩვენს ნაკრებს ვერ ვეხმარები. რადგან მოედანზე ვერ გავალ, ვეცდები სათადარიგოთა სკამიდან დავეხმარო საქართველოს ნაკრებს. მეორე ეტაპზე რომ გავედით, ეს უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ ახლა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ“ – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
 
ფაჩულია ვარჯიშს არ დასწრებია. იგი კლინიკაში, ფეხზე ექოსკოპიის გადასაღებად გაემგზავრა. იგორ კოკოშკოვმა გუნდის წევრები რამდენიმე კომპონენტში ავარჯიშა, ამუშავა კომბინაციებზე, სროლებზე, სხვადასხვა სათამაშო კომპონენტზებზე.
 
ქართველების შემდეგ უნივერსიტეტის დარბაზში მაკედონიამ ივარჯიშა. საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებებს ხვალ დილას, თამაშის დღესაც აქვთ ვარჯიში დაგეგმილი, მაგრამ ჩაატარებენ თუ არა, ამას მწვრთნელი დღეს საღამოს გადაწვეტს.