საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მეტოქე დაამარცხა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა ბელგიის ეროვნულ გუნდს 2 ქულის სხვაობით – 70:68 სძლიეს.
საქართველომ ერთი შეხედვით ცუდათ ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და გუნდს, რომელიც მატჩის 2/3 აგებდა და შემდეგ ისე იმარჯვა, რომ საკუთარი თავისთის ძალა არ დაუტანებია, უფრო ქების ღირსია. აღსანიშნავია, რომ ბელგია ის გუნდია, 1 კვირის წინ სპარინგ-მატჩში საბერძნეთს რომ სძლია, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ბრძოლაში, 4 ქულა დათმო.
ბელგიელებმა მოხსნებში, პასებში და ჩაჭრა-დაკარგვებში გვაჯობეს და იმიტომ წააგეს, რომ ქართველებმა ოდნავ უკეთესი შედეგიანობით ესროლეს. განსაკუთრების გამოსარჩევია საქართველოს ნკრების 21 ცდიდან ჩაგდებული 20 საჯარიმო, რაც ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გახლავთ. ბელგიელებმა ქართველებზე 2-ით მეტი სამქულიანი და 3-ით მეტი ორიანი ჩააგდეს, თუმცა სწორედ ჯარიმები იყო ის კომპონენტი, რომლის წყალობითაც ქართველებმა იმარჯვეს. იგორ კოკოკოვის გუნდმა 20, ხოლო ბელგიელებმა – 10 საჯარიმო ჩააგდეს.
გამოსარჩევია ზაზა ფაჩულიას მიზანი, რომელმაც 11-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში კი 17 ქულით საქართველოს ნაკრებში ბომბარდირი გახდა. 13 ქულით დაასრულეს შეხვედრა ახალგაზრდა ბექა ბურჯნაძემ და ჯეიკობ პულენმა, ხოლო ვიქტორ სანიკიძე 11 ქულითა და 10 მოხსნით მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.
ბოლო წუთებზე ქართველებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და ამის წყალობით გაიმარჯვეს. კოკოშკოვის გუნდი საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე 69:64 იგებდა, თუმცა შეტევაში სამიზნე აერია და ბურთებიც დაკარგა. ამით ბელგიელებს შანსი მიეცათ და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა ბოლო ორ შეტევაში ქართველების ქებულმა დაცვამ ბელგიელებს ანგრიშის გათანაბრების შანსი არ მისცა.
საქართველოს ნაკრები რუანში მორიგ მატჩს 21 აგვისტოს, მასპინძელ საფრანგეთთან გამართავს, რომელსაც ჟოაკიმ ნოას გარდა ყველა ვარსკვლავი ჰყავს. ამ მატჩისთვის „კინდარენას“ 6000 ბილეთი მთლიანად გაყიდულია.
კოტე ტუღუში, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი:
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ხარ, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე, ბიჭებზე საყვედურის თქმა არ შეიძლება. ძალიან რთული თამაში იყო, თითქმის მთელი თამაში ჩამოვრჩებოდით. საბოლოოდ შევძელით თამაშის გამოსწორება და პირველ რიგში, დაცვის ხარჯზე დავამარცხეთ ძლიერი მეტოქე. ეს კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ხვალ ვეთამაშებით ევროპის ჩემპიონებს და ვიცით, რომ 6-ათასიან „კინდარენაე“ ყველა ბილეთი გაყიდულია. ეს იქნება დიდი გამოცდა ჩვენი ნაკრებისთვის და ჩვენც, მწვრთნელებიც ვეცდებით, რომ ვარსკვლავებთან თამაში მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენოთ“.
ამხანაგური მატჩი. რუანი, საფრანგეთი. 20 აგვისტო საქართველო 70:68 ბელგია 22:25, 16:20, 20:12, 12:11
საქართველო: ცინცაძე (10), მარკოიშვილი (2), სანიკიძე (11 ქულა, 10 მოხსნა), ბურჯანაძე (13), ფაჩულია (17 ქულა, 5 პასი); პულენი (13), ფხაკაძე, შერმადინი (2), სანაძე (2), ფაცაცია
სრული სტატისტიკა: 70:68
http://www.gbf.ge/Uploads3/1-erovnuli-belgiastan-1.jpg