საქართველოს 1992-წლიანთა ნაკრებმა თავისი თურქული ტურნე დაასრულა. პირველ ორ შეხვედრაში ერთი მოგების შემდეგ, გელა წულაძის ნაკრებმა მესამე შეხვედრაში წააგო “გალათასარაის” 1991-წლიანებთან ანგარიშით 67:73. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო მერაბ ბოქოლიშვილი, რომელმაც 21 ქულა შესძინა გუნდს.ტურნეს უკანასკნელ მატჩში ჩვენი ნაკრები სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა, რომელიც 1991-წლიანი მოთამაშეებით იყო დაკომლექტებული. მატჩი დასრულდა ჩვენი ნაკრების გამარჯვებით 68:64. ყველაზე მეტი ქულა ამჯერადაც ბოქოლიშვილის ანგარიშზე იყო, რომელმაც მატჩი 23 ქულით ჩაამთავრა, თუმცა ნაკრების მწვრთნელის გია კაზანჯიანის თქმით, შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ასევე დავით გურაბანიძემაც ჩაატარა, რომელმაც 15 ქულის გარდა თავი დაცვაში თამაშით გამოიჩინა. მის ანგარიშზე ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩაჭრა იყო.
გია კაზანჯიანი: “ტურნემ კარგად ჩაიარა. მასპიძნლობით კმაყოფილინი დავრჩით, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მხარეს, ამ ოთხმა შეხვედრამ კარგად გვიჩვენა ჩვენი ნაკრების სუსტი მხარეები, რაზეც შემდგომში სამწვრთნელო შტაბი გულდასმით იმუშავებს. ეს ნაკრები 2008 წლის კადეტთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და ტურნირი მხოლოდ და მხოლოდ აქტივში ჩაგვეწერა”.
გალათასარაი (1991) – საქართველო (1992) 73:67 (11:19, 19:17, 23:15, 20:16)საქართველო: ბოქოლიშვილი (21 ქ), მაღრაძე (9), ჯავახიშვილი (9), ჩეჩელაშვილი (7), მამალაძე (5), გურაბანიძე (5), მირიანაშვილი (4), ჩერქეზიშვილი (3), ტეტელაშვილი (2), თენიეშვილი (2).
ი.ტ.უ (1991) – საქართველო (1992) 64:68 (15:16, 11:15, 18:8, 20:29)საქართველო: ბოქოლიშვილი (23 ქ), გურაბანიძე (15), მამალაძე (7), მაღრაძე (7), ჯავახიშვილი (7), მირიანაშვილი (4), თენიეშვილი (3), კაკაურიძე (2).