საქართველოს ქალთა U18 ნაკრებმა ევროპის C დივიზიონი სომხეთის ძლევით დაიწყო

საქართველოს ქალთა U18 ნაკრებმა ევროპის C დივიზიონი სომხეთის ძლევით დაიწყო

წარმატებით დაიწყო საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. კონტინენტის C დივიზიონს კოსოვო მასპინძლობს, სადაც 7 ქვეყნის გუნდი საუკეთესოს გამოსავლენად იბრძვის. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ლიკა ქაჯაია და ირინა მელქაძე წვრთნიან, პირველ მეტოქეს ბრძოლაში მოუგეს. ქართველები თავდაპირველად გვარიანად აგებდნენ სომხეთთან, მაგრამ საბოლოოდ მეტოქეს 77:68 (სტატისტიკა) სძლიეს.

მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სომხები 64:60 იგებდნენ, თუმცა დაცვის ხარჯზე ქართველებმა მეტოქეს შეტევები ჩაუშალეს და თავად იხეირეს. ბიოლო წუთებზე ძალიან საჭირო სამქულიანები ჩააგდეს სალომე სვანმა და მარიამ მუქერიამ, რის შემდეგაც ფაქტობრივად გადაწყდა მატჩის ბედი. 72:53 

სომხეთმა პირველი პერიოდი 27:15 მოიგო, თუმცა საქართველომ მოახერხა გათანაბრება. მესამე პერიოდში სომხები 9 ქულით კვლავ დაწინაურდნენ, მაგრამ როგორც გითხარით, მედგარი დაცვის ხარჯზე ჩვენმა გუნდმა გარდატეხა მოახდინა და გამარჯვებამდე მივიდა. 

მატჩის საუკეთესო შედეგი ნიცა საბადაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 28 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. 13-13 ქულა ანა გელაშვილმა და სალომე სვანმა მიითვალეს. საქართველოს ნაკრები ხვალ, 24 ივლისს აზერბაიჯანს შეხვდება, რომელმაც დღეს ალბანეთს 72:53 სძლია.