საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს 18–წლამდელთა (ჭაბუკთა) ნაკრები 21 ივლისის ღამეს ბოსნიაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მიემგზავრება. მიხეილ კობეშავიძის გუნდი უკვე თვეზე მეტია, ემზადება და ამხანაგური მატჩების გასამართად ივნისის ბოლოს ისრაელშიც იმყოფებოდა.
ბოსნიაში თავს 21 ნაკრები მოიყრის, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო C ჯგუფში მოხვდა რუმინეთის, შოტლანდიის, ჰოლანდიისა და ჩერნოგორიის ნაკრებებთან. ისევე როგორც სხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში, აქაც 2 საუკეთესო აინაცვლებს A დივიზიონში.
საქართველოს ნაკრები ბოსნიაში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
უკანა ხაზი: გივი ბაქრაძე (დინამო), ტარიელ თავართქილაძე (აკადემია), ბექა ჩიკვილაძე (პეიშეგალეო, ესპანეთი). მერაბ ბოქოლიშვილი (აკადემია).
 
ფორვარდები: დავით იოსელიანი (მაკაბი), აკაკი ლომოური  (მართვე 2), ნოდარ თენიეშვილი (აკადემია), დუდა სანაძე (ენერჯი), ბექა ჭიჭვეიშვილი (მართვე 2).
 
ცენტრები: ლევან სულაბერიძე (მართვე 2), გოგა ჯავახიშვილი (აკადემია), აკაკი დვალიშვილი (ენერჯი–ინვესტი).
 
მთავარი მწვრთნელი – მიხეილ კობეშავიძე
ასისტენტი მწვრთნელი – კახა შენგელია
ექიმი – ზურაბ ჯანიკაშვილი
 
გუშინ აკადემიის დარბაზში 18–წლამდელებმა ღია ვარჯიში გამართეს, რომელსაც პრესისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ნაკრების თავკაცმა მიხეილ კობეშავიძემ განაცხადა, რომ ყველა მწყობრშია და მომზადებაც არ აკლიათ. ერთი ეგაა, შემადგენლობა ვერ ჰყავს ისეთი, თავიდან რომ გეგმავდა – მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიასა და ნიკა მეტრეველს 18–წლამდელებში სათამაშოდ ასაკი ხელს უწყობს, ისინი უფრო დიდ: ახალგაზრდულსა და ეროვნულ ნაკრებებში არიან დაკავებულნი. კობეშავიძის განცხადებით, ასაკობრივი ნაკრებების არსი სწორედ ისაა, რომ ეროვნულ ნაკრებს შევსება მოუმზადო.
 
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე:
 
23 ივლისი
საქართველო – შოტლანდია         20:30
 
25 ივლისი
საქართველო – ჰოლანდია            16:45
 
26 ივლისი
რუმინეთი – საქართველო            21:15
 
27 ივლისი
საქართველო – ჩერნოგონია          23:30
 

 

 
 

 

მიხეილ კობეშავიძე