საქართველოს თასი: ფავორიტები გავიდნენ, თსუ–ს წაგება ჩაეთვალა

საქართველოს თასი. მეოთხედფინალი 24 იანვარი, რუსთავი
 
ნტდ 75:72 დინამო
 
23:21 18:9 20:17 14:25
 
ნტდ: ჩიტაშვილი (2), ფაშაევი (8), სარიევი (10), ნიფტალიევი (7), სუხიშვილი (8), როდუმტა (4), დ. ბარბაქაძე (8), ათუაშვილი (16), ბახშიევი (12)დინამო: გ. ბაქრაძე (8), ნანიტაშვილი (2), ლაფანაშვილი (32), სიგუა (13), ვ. ბოლქვაზე (2), კობიძე (6), ხიზანიშვილი (6), ქადარია (1), ხანიაშვილი (2)მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე
 
 
ავიამშენი 117:63 ბათუმი 
 
33:16 27:29 35:13 22:15
 
ავიამშენი: ბერაია (19), ი. ბერიშვილი (13), ბოისა (12), ნიკოლაძე (7), კვიმსაძე (8), მინაშვილი (11), მათიაშვილი (21), დ. ბერიშვილი (7ქ), ვახანია (4), პირველაშვილი (5), შერმადინი (10)ბათუმი: გვაზავა (4), თავართქილაძე (8), ჩხატარაშვილი (12), კეშელავა (22), მ. ბოლქვაძე (10), კვერნაძე (7)მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ხ. გაბედავაკომისარი: თ. ქიქოძე
 
 
 ენერჯი 96:56 შსს 
 
22:18 21:14 30:7 23:17
 
ენერჯი: გამყრელიძე (14), ბაბიაშვილი (8), დვალიშვილი (3), ლეჟავა (11), დიდია (13), ცეკვავა (6), უგრეხელიძე (2), არწივიძე (11), მაჭავარიანი (4), ტუჯანი (8), ჭოჭუა (16)შსს: ი. ბაქრაძე (2), ბერუაშვილი (4), აბულაძე (6), ბ. ნოზაძე (5), ნინუა (18), პატარაია (9), ქვილითაია (2), გოლეთიანი (8), ფაიქრიძე (2)მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძეკომისარი: მ. ქურიძე
ნახევარფინალიდღეს: ენერჯი-სსსუ, ავიამშენი-ნტდ 
  საქართველოს თასის მე-7 გათამაშება დღეს რუსთავში მეოდხედფინალური მატჩებით დაიწყო და განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა. ისიც კი, რომ ერთი მატჩი ჩაიშალა, მოსალოდნელი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელსაც ფინანსური პრობლემები აწუხებდა, თასზე თამაშს არ აპირებდა და რუსთავში დღეს არც ჩამოსულა. შესაბამისად, მისი მეტოქე “სასოფლო” ავტომატურად გავიდა ნახევარფინალში.
 

 
“ნტდ”-“დინამო”
 

 
 რა ელის თსუ-ს? საქართველოს თასის გათამაშებაზე ვრცელდება ეროვნული ჩემპიონატის დებულება, რომლის თანახმადაც გუნდს, რომელიც არ გამოცხადდება თამაშზე, ტექნიკური წაგება (0:20) ეწერება და ჯარიმდება 1000 დოლარის ექვევალენტით ლარებში. ის, რომ თსუ-ს წაგება ჩაეთვლება, ამას წყალი არ გაუვა, ხოლო დანარჩენ სანქციებზე მომავალ ორშაბათს იმსჯელებენ კალათბურთის ფედერაციაში და საბოლოო ვერდიქტსაც გამოიტანენ.
 

 
ნტდ-ელმა ლადო სუხიშვილმა ორქულიანი მოინადირა
 
 დანარჩენ წყვილებში კი მოულოდნელი არაფერი მომხდარა – გაიმარჯვა ყველა იმ გუნდმა, რომელიც ფავორიტად მიიჩნეოდა. “დინამოსთან” გამკლავება “ნტდ-თბილისს” ძლიერ გაუჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამი ქულით,  მაინც დაამარცხა მეტოქე. “ავიამშენმა” იოლად დაძლია “ბათუმის” წინააღმდეგობა და ნახევარფინალს უწია, ისევე როგორც მასპინძელმა “ენერჯი-ინვესტმა”, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს ერთი ამოსუნთქვიოთ მოუგო.
 

 
ნტდ-ს ახალწვეული სერგო ათუაშვილი
 
  

მსაჯი გურამ მიქელაზე ორქულიანს თვლის
 
 მაშ ასე, ხვალ რუსთავში ნახევარფინალები გაიმართება და როგორც მეტოქეთა ამბიციებიდან ჩანს, საკმაოდ საინტერესო მატჩები უნდა გამოვიდეს.
13 საათზე ნტდ-თბილისი “ავიამშენს” დაუპირისპირდება, ხოლო 15 საათიდან “ენერჯი-ინვესტისა” და “სასოფლოს” შერკინება დაიწყება. სასოფლოს დაუბრუნდა ამერიკაში ერთი თვის წინ წასული ლიდერი მიხეილ ბერიშვილი, რომლისაც ძალიან ეიმედება და რა როგორ იქნება, ხვალ საღამოს გამოჩნდება.