საქართველოს თასის გათამაშება. საკვალიფიკაციო ეტაპი. რუსთავი. 27 იანვარი
სტუ 78:62 სსაუ
15:17 19:16 20:15 24:14
სტუ: ჭოხონელიძე, გ. ბერუაშვილი (12ქ, 11მ), ჩიკვილაძე (37), გასიტაშვილი, მაჩალაძე (4), თევზაძე (2), კობიძე, ჯანგველაძე (11), ლაშქარაძე (2), ძიძიგური, ახალკაცი (10ქ, 11მ)
სსაუ: ტეტელაშვილი (2), ნანიტაშვილი, ჩაჩანიძე (8), ხანიაშვილი (20), გემაზაშვილი (8ქ, 10მ), ჯავახიშვილი (4), მუმლაძე (10), არწივიძე (10ქ, 6პ)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
თასის გათამაშების წინასწარი ეტაპი სტუ–მ მოიგო. ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილმა ტექნიკოსებმა ჯერ „ბათუმი“ დაამარცხეს, დღეს კი აგრარული უნივერსიტეტის გუნდსაც სძლიეს და მეოთხედფინალის ბოლო, მე–8 საგზური მოიპოვეს.
ის 7 გუნდი, რომლებსაც უკვე დაბევებული აქვთ მეოთხედფინალის საგზური, სუპერლიგის მოწინავენი არიან: „არმია“, „ენერჯი–ინვესტი“, „ქუთაისი“, შსს, თსუ, „სოხუმი“ და თსსუ (სამედიცინო უნივერსიტეტი). სწორედ ამ გუნდებს დაემატა სტუ და ხვალიდან რუსთავში თასისთვის ბრძოლა მეოთხედფინალებიდან გახურდება.
სტუ–მ სსაუ–ს ბოლო მეოთხედში აჯობა, მანამდე კი მეტ–ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. გია კაზანჯიანის გუნდმა სულაც პირველი მეოთხედი მოიგო (17:15), მაგრამ შემდეგ სტუ–ელებმა თამაში გამოაკეთეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ძირითადი გამთამაშებელი, ირაკლი ძიძიგური გაუვარდათ, მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშითაც გაიმარჯვეს.
სტუ–ს წარმატების მიზეზი ისევ და ისევ ბექა ჩიკვილაძის შედეგიანი თამაში გახლდათ. სტუ–ს მსროლელმა ფორვარდმა წინა მატჩის მსგავსად 37 ქულა ჩააგდო. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე გულივერ ახალკაცმა და ვასილ ბერუაშვილმა, რომლებმაც ორმაგი დუნლები გაიფორმეს.
ხვალ, 12 საათიდან რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში მეოთხედფინალები დაიწყება:
არმია – სოხუმი 12:00
შსს – თსსუ 14:00
ენერჯი – თსუ 16:00
ქუთაისი 18:00
უტევს ბექა ჩიკვილაძე