საქართველოს თასისა და ქორქია–საკანდელიძის მემორიალის კენჭისყრის შედეგები

საქართველოს თასისა და ქორქია–საკანდელიძის მემორიალის კენჭისყრის შედეგები

დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში თასის გათამაშებისა და მიხეილ ქორქია–ზურაბ საკანდელიძის მემორიალის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ასევე დადგინდა გათამაშების კალენდარი.
კენჭისყრას ტურნირებში მონაწილე ყველა გუნდის წარმომადგენელი დაესწრო, თუმცა ისინი სწორედ დამსწრენი იყვნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ცერემონიალს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორი გიორგი ზაბახიძე გაუძღვნენ. სწორედ მათ ამოიღეს მინის ყუთებიდან ბურთულები, რის შედეგადაც ორივე ტურნირში გუნდები დაწყვილდნენ.
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი
ტურნირი 15–17 იანვარს რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში გაიმართება და მასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს: ენერჯი–ინვესტი, დინამო, შსს, თსუ, ჭიათურა, სოხუმი, სამედიცინო–აკადემია და სსაუ. შეჯიბრი მეოთხედფინალიდან დაიწყება, სადაც მეტოქეები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ.
 კენჭისყრისას 4 გუნდი სუპერლიგის ცხრილის გათვალისწინებით განითესა. ენერჯი–ინვესტმა, სსაუ–მ, თსუ–მ და შსს–მ ცალკე კალათაში დაიდეს ბინა, რათა მეოთხედფინალშივე არ შეხვედროდნენ ერთმანეთს, ხოლო სოხუმი, ჭიათურა, დინამო და სამედიცინო–აკადემია – ცალკე.
მაშ ასე, ესეც კენჭისყრის შედეგები და კალენდარი:

ფინალი 17 იანვარს გაიმართება, 16 საათზე გაიმართება.
 
აქამდე ჩატარებული ყველა მემორიალის ფინალი
20 იანვარი. 2006
რუსთავი 106: 77 სტუ
21 იანვარი. 2007
ენერჯი–ინვესტი 95:75 თსუ
18 იანვარი. 2008
ავიამშენი 80:78 ენერჯი–ინვესტი
24 დეკემბერი. 2008
ენერჯი–ინვესტი  91:60 ნტდ–თბილისი
 

გიორგი ზაბახიძე და მერაბ რატიშვილი გუნდებს კენჭისყრით აწყვილებენ

 
 
საქართველოს თასის მე– 8 გათამაშება (20–23 იანვარი)
ტურნირში სუპერლიგის მონაწილე ათივე გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა თავდაპირველად ეგრედ წოდებული გადათამაშება იქნება, რომელშიც ერთმანეთს სუპერლიგის ცხრილის ბოლო 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რათა მეოთხედფინალის 2 საგზური მოიპოვოს. ხოლო მოწინავე 6 გუნდი – სსაუ, ენერჯი, თსუ, შსს, ბათუმი და ავიამშენი მეოთხედფინალში არიან.
ეს 2 საკვალიფიკაციო მატჩი, რომლებშიც ერთმანეთს სამდეიცინო/აკადემია –დინამო და სოხუმი – ჭიათურა შეხვდებიან, აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში 20 იანვარს გაიმართება.
მეოთხედფინალებები და ნახევარფინალები რუსთავში 21 და 22 იანვარს ჩატარდება, ხოლო ფინალს 23 იანვარს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
მეოთხედფინალის წყვილები და კალენდარი:

 
 
საქართველოს თასის ყველა აქამდელი ფინალი
2003 წელი
ბასკო 85:77 აზოტი
2004 წელი
დინამო 75:72 სტუ
2005 წელი
სტუ 90:84 ავიამშენი
2006 წელი
თსუ–ნიკორა 81:79 (დ.დ) ავიამშენი
2007 წელი
ავიამშენი 83:79 აზოტი
2008 წელი
ავიამშენი 110:90 თსუ
2009 წელი
ავიამშენი 71:80 ენერჯი–ინვესტი