საქართველოს U16 გოგონათა ნაკრები გიბრალტარში ტიტულის დასაცავად გაემგზავრა

საქართველოს U16 გოგონათა ნაკრები გიბრალტარში ტიტულის დასაცავად გაემგზავრა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები გიბრალტარში, ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა. ჩვენმა გოგონებმა გასულ, 2016 წელს მოიგეს ეს დივიზიონი, თუმცა იმ გუნდის ბირთვმა 2 წლით უფროს – 18-წლამდელთა ნაკრებში გადინაცვლა და სწორედ ეს ნაკრები იასპარეზებს წლეულს რანგით მაღალ – B დივიზიონში, ხოლო 16-წლამდელები, როგორც აღვნიშნეთ, გიბრალტარში, C დივიზიონში საასპარეზოდ იმყოფებიან.
ტურნირში 7 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. პირველ ჯგუფში საქართველო, კოსოვო და მალტა მოხვდნენ, ხოლო მეორეი – სომხეთი, მონაკო, უელსი და გიბრალტარი. ჯგუფური ეტაპის მატჩები ხვალ, 25 ივლისს დაიწყება. საქართველო თბილისის დროით 18:15 საათზე მალტას შეხვდება, ხოლო 26 ივლისს, 16:00 საათზე, ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი კოსოვოს დაუპირისპირდება.  
გათამაშების სისტემის თანახმად, ჯგუფის საუკეთესო 2-2 გუნდი ნახევარფინალში გავა, სადაც ჯვარედინი სისტემით (A1-B2, B1-A2) დაწყვილდებიან.

საქართველოს ნკრების შემდგენლობაში შედიან:
სოფო მოსიძე, ანჟელა ჟორჟოლაძე, ქეთი დანელაშვილი, თათული გიგაური, ლიკა მიქიაშვილი, ნანა ნავროზაშვილი, თამუნა ხელაშვილი, მარიამ ოქროპირიძე, მაიკო დვალი, მარიამ ფუთურიძე, ანა მამასახლისი, ნინო გადელია