საქართველოს U20 ნაკრებმა ევროპის ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა

საქართველოს U20 ნაკრებმა ევროპის ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპი ლიგის გათმაშებაში მე-3 ადგილი დაიკავა. ნახევარფინლში მასპინძელ ‘ხიმკისთან“ დასანანი მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა პოლონურ „ვლადსლავოვოვს“ 82:58 სძლია და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ფინალური მატჩი უინტერესო გოდგა. „ხიმკიმ“, რომელიც გუშინ საქართველოსთან მარცხს ბეწვზე გადაურჩა, ფინალისტი „ცმოკი-მინსკი“ 106:65 გააცამტვერა და ჩემპიონი გახდა. საქართველომაც საკმაოდ იოლად სძლია ბელარუსებთან ნახევარფინალში წაგებულ „ვლადსლავოვოს“ და ბრინჯააოს მედლებს დაეპატრონა.
საუკეთესო შედეგი დავით ლომიძემ დააფიქსირა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. 16 ქქულა და 17 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე დაგროვდა. 13 ქულა მოაგროვა ალექსანდრე ფევაძემ, ხოლო 12 ქულა დავით აფხაზავას ანგარიშზე დაგროვდა.
ტურნირის საუკეთესო გამთამაშებლად დავით აფხაზავა დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ცენტრის პრიზი გიორგი კორსანტიამ დაიმსახურა. ტურნირის ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე. სამივე ხსენებულ ქართველ კალათბურთელს მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზები გადაეცათ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოში ვალ დაბრუნდება.