დასრულდა C ჯგუფის ბოლო ტურის პირველი მატჩი, რომელშიც სლოვენია და მაკედონია შეხვდნენ, შედეგი კი „ქართული“ დაფიქსირდა. საქართველოს აწყობდა სლოვენიის მოგება და ეს ასეც მოხდა – იურე ზდოვცის გუნდმა 62:51 დაამარცხა მაკედონია და ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ჩამოაშორა.
ქართველები ხსენებული მატჩის მიმდინარეობას თვალს-ყურს სასტუმროდან ადევნებდნენ და „ზაგრებ-არენაზე“ მოსულებს სასიხარულო ამბავიც დახვდათ. თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველო – ხორვატიის მატჩი დაიწყება, რომლის შედეგსაც სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ქართველებისთვის გადამწყვეტი მატჩი 23:00 საათზე დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს ჰოლანდია და საბერძნეთი შეხვდებიან. იგორ კოკოშკოვის გუნდი ჯგუფი ჯგუფიდან გავა, თუ საბერძნეთმა გაიმარჯვა.
ამასობაში ქართველები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადებიან. სასტარტო ხუთეული უცვლელია. საქართველო ხორვატიას არსებობის ისტორიაში მეორედ ხვდება. პირველი მატჩი 2013 წლის ევრობასკეტზე გაიმართა და ხორვატების ურთულესი გამარჯვებით – 77:76 დასრულდა.