სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა

17 იანვარს ამოიწურა სუპერლიგაში გუნდიდან გუნდში გადასვლის ვადა.
პირველი წრის დასრულების შემდეგ საკმაოდ ბევრი ტრანსფერი განხორციელდა, სულ ბოლო
მომენტში კი კიდევ სამმა მოთამაშემ გამოიცვალა გუნდი.

გთავაზობთ ყველა იმ ტრანსფერს, რომელიც გუნდებმა განახორციელეს:

 

არმია

წავიდა: მიხეილ ბერიშვილი (თსუ–ში)

მივიდა: ბუბა ბერიშვილი (ქუთაისიდან)

 

შსს

წავიდნენ: ირაკლი ბერიშვილი, დავით ბერიშვილი (უგუნდო)

მივიდნენ: ბექა წივწივაძე, ჟოლივეტ ტუჯანი (ორივე ენერჯიდან),  დავით უსტიაშვილი (ბათუმიდან)

 

ენერჯი–ინვესტი

წავიდნენ: ბექა წივწივაძე, ჟოლივეტ ტუჯანი (ორივე შსს), გიორგი
ცეკვავა (ქუთაისში), აკაკი დვალიშვილი (სამედიცინოში), დუდა სანაძე (ბათუმში)

მივიდნენ: ზურაბ თვარაძე (სოხუმიდან).

 

დინამო

წავიდა: გიორგი კუჭავა (ქუთაისში)

მივიდა: არავინ

 

თსუ

წავიდა: გიორგი ყველაშვილი (ბათუმში)

მივიდა: მიხეილ ბერიშვილი (არმიიდან)

 

სსაუ

წავიდა: მიხეილ კობეშავიძე (ბათუმში)

მივიდა: დავით არწივიძე (უგუნდო)

 

სოხუმი

წავიდნენ: მაიკ მაკქერი (სამშობლოში), პეტრას ბალოჩკა (საფრანგეთში),
ზურაბ თვარაძე (ენერჯი–ინვესტში)

მივიდა: ზვიად ანთაძე (სტუ–დან)

 

სამედიცინო
(თსსუ)

წავიდნენ: სერგო იშხნელი, ვახტანგ იშხნელი

მივიდნენ: აკაკი დვალიშვილი (ენერჯიდან), ნოდარ თენიეშვილი
(ბათუმიდან), ნუგზარ კანდელაკი (მწვრთნელი)

 

ქუთაისი

წავიდა: ბუბა ბერიშვილი (არმიაში)

მივიდნენ: გიორგი ცეკვავა (ენერჯიდან), გიორგი კუჭავა (დინამოდან)

 

ბათუმი

წავიდნენ: დავით უსტიაშვილი (შსს–ში), ნოდარ თენიეშვილი
(სამედიცინოში)

მივიდნენ: დუდა სანაძე (ენერჯიდან), გიორგი ყველაშვილი (თსუ–დან), მიხეილ კობეშავიძე (მწვრთნელი,სსაუ–დან)

 

სტუ

წავიდა: ზვიად ანთაძე (სოხუმში)

მივიდა: არავინ