სემინარებგავლილი მწვრთნელების საყურადღებოდ: გამოცდები ორშაბათიდან დაიწყება

მათ საყურადღებოდ, ვინც მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში სემინარები გაიარა. სემინარებგავლილ მწვრთნელებს ორშაბათიდან გამოცდები ჩაუტარდებათ. 16 ივნისს, 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კოპუსის 208-ე აუდიტორიაში თეორიაში ტესტირება გაიმართება.
რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდებს, ის 3 დღე გაგრძელდება. გამოცდები ჩატარდება თსუ-ს მაღლივი კორპუსის სპორტულ დარბაზში 16, 17 და 18 ივნისს, 14:00-დან 18:00 საათამდე.