სერბეთის ძლევით უკრაინამ მეოთხედფინალის შანსი გაიცოცხლა

სერბეთის ძლევით უკრაინამ მეოთხედფინალის შანსი გაიცოცხლა

E ჯგუფში ერთი რამეა გასარკვევი: მეოთხედფინალში უკვე გასულ ლიტვასთან, სერბეთთან და საფრანგეთთან ერთად უკრაინა გავა თუ ლატვია. უკრაინელებმა გუშინ სერბეთი დაამარცხეს და პლეი ოფში გასვლის შანსები გაიცოცხლეს.

მეოთხედფინალში რომ გავიდეს, უკრაინამ ბოლო ტურში, 15 სექტემბერს, ლიტვა უნდა დაამარცხოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. თუკი სლავები ბალტიისპირელებთან დამარცხდებიან, შემდეგ ბელგიელებს უნდა უქომაგონ  ლატვიასთან მატჩში.  ერთი სიტყვით, E ჯგუფში ბოლო გამსვლელის ვინაობაა გასარკვევი და ის ან უკრაინა, ან ლატვია იქნება.
რაც შეეხება F ჯგუფს, აქ ნამდვილი აპოკალიფსია. ყველა გუნდს აქვს გასვლის და ჯგუფში ჩარჩენის შანსი. დღევანდელი ტური ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. იტალია – ხორვატია, ესპანეთი – ფინეთი და საბერძნეთი – სლოვენია: ამ შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები მეოთხედფინალისკენ მოზრდილ ნაბიჯს გადადგავენ. ფინეთისთვის, ესპანეთისა და საბერძნეთისთვის წაგებები შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
ერთი სიტყვით, დღეს ძალიან საინტერესო ტურია.
E ჯგუფი. 13 სექტემბერი
ლიტვა – ბელგია 86:67, უკრაინა – სერბეთი 82:75, საფრანგეთი – ლატვია 102:91

1.

ლიტვა

4

3/1

285/251

7
2.

საფრანგეთი

4

3/1

323/303

7
3.

სერბეთი

4

3/1

294/278

7
4.

უკრაინა

4

2/2

262/294

6
5.

ლატვია

4

1/3

306/300

5
6.

ბელგია

4

0/4

258/302


F ჯგუფი. 14 სექტემბერი
ხორვატია – იტალია, ესპანეთი – ფინეთი, საბერძნეთი – სლოვენია

1.

იტალია

3

2/1

220/200

5
2.

სლოვენია

3

2/1

236/222

5
3.

ხორვატია

3

2/1

204/205

5
4.

ესპანეთი

3

1/2

212/197

4
5.

საბერძნეთი

3

1/2

228/242

4
6.

ფინეთი

3

1/2

193/227