სეზონის ღონისძიებათა კალენდარში ცვლილებებია

სეზონის ღონისძიებათა კალენდარში ცვლილებებია

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საკალათბურთო სუპერლიგისა და კლუბების ხელმძღვანელობა შეიკრიბნენ. მხარეებმა 2012-2013 წლების სეზონის ღონისძიებების კალენდარში ცვლილებების შეტანაზე მოილაპარაკეს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. კლუბების მწვრთნელებს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ შეთავაზებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი შეირჩა.
 
ცვლილებების შეტანის აუცილებლობა იმ საერთაშორისო ღონისძიებებმა გამოიწვია, რომლებსაც თბილისის სპორტის სასახლემ უნდა უმასპინძლოს. მოგეხსენებათ, იანვარში თბილისში ძიუდოს მსოფლიო თასი იმართება, მარტში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი, ხოლო აპრილში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი. აღნიშნულიდან გამომდინარე საკალათბურთო სეზონის კალენდარში ცვლილებები შევიდა.
 
აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის მეოთხედფინალები 23 აპრილს დაიწყება და “სპორტკომპლექს “არენაზე” გაიმართება. ქორქია-საკანდელიძის მემორიალს და თასის გათამაშებას (ფინალის გარდა) ვაკეში მდებარე “საკალათბურთო აკადემია” უმასპინძლებს. რაც შეეხება ფინალს,  თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. “ყველა ვარსკვლავის მატჩს” ტრადიციულად ქუთაისი უმასპინძლებს.