სეზონის მე-4 გამარჯვებისკენ ბურჯანაძე ლაკორუნიელებს 26 ქულით გაუძღვა

სეზონის მე-4 გამარჯვებისკენ ბურჯანაძე ლაკორუნიელებს 26 ქულით გაუძღვა

ბექა ბურჯანაძემ „ლეიმა ბასკეტს“ მორიგ მატჩში ულიდერა და მორიგი გამარჯვებისკენ გაუძღვა. ესპანეთის მეორე დივიზიონის მორიგი ტურის მატჩში ლაკორუნიელებმა „კასერესს“ უმასპინძლეს და 10 ქულის სხვაობით – 85:75 დაამარცხეს.
ქართველმა ფორვარდმა დიდი შედეგიანობა გამოავლინა და 27 წუთში 26 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა მოაყოლა და ბრწყინვალე ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან 13-დან 8 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 26 ქულასა და 10 მოხსნასთან ერთდ ბექამ თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა.
ამ მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე მყოფმა „ლეიმა ბასკეტმა“ მე-12-ზე აინაცვლა. მორგ მატჩში, 16 დეკემბერს, ბურჯანაძის გუნდი სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდება.