შალამბერიძის ფინალი 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონში

შალამბერიძის ფინალი 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონში
ანდორაში დასრულებულ 16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალი ფიბა- ლიცენზირებულმა არბიტრმა, მარინა შალამბერიძემ იმსაჯა.
ფიბა-ს სხვა ქართველ მსაჯებთან შედარებით შალამბერიძეს ნაკლები საერთაშორისო გამოცდილება აქვს, თუმცა იგი სწრაფად პროგრესირებს და ბოლო ხანებში მას სულ უფრო ხშირად ანდობენ საპასუხისმგებლო მატჩების მომსახურებას.
 
აღსანისნავია ფიბა-ს ქართველი მამაკაცი მსაჯების საერთასორისო აქტიურობაც: კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვი სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებს მოემსახურნენ. ვართანოვმა 20-წლამდელთა B დივიზიონში მე-5 ადგილისთვის მატჩი იმსაჯა, ხოლო თვაური 18 წლამდე გოგონების ჩენპიონატის სამსაჯო გუნდის წევრი იყო.
 
წლევანდელი საკალათბურთო ზაფხული კიდევ უფრო დატვირთული იქნება ქართველი მსაჯებისთვისაც, რომლებსაც წინ სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატი ელით!