გიორგი ცინცაძის „რუანი“ დიდი ალბათობით საფრანგეთის უმაღლეს ლიგას დატოვებს. მორიგი, 27-ე ტურის მატჩში რუანელები „შალონს“ ესტუმრნენ, 74:108 წააგეს და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ბოლოსწინა ადგილზე არიან. ცხრილში მათ წინ მყოფ „ნანსის“ 4 ქულით მეტია და ალბათ დიდი მოულოდნელობა იქნება, დარჩენილ მატჩებში ეს ჩამორჩენა რომ აღმოიფხვრას.
მით უფრო, ისეთი თამაშით, როგორსაც რუანელები აჩვენებენ, ძალიან რთული იქნება 7 ტურში 4 ქულის ამოღება. შალონში ცინცაძის გუნდს შანსი არ ჰქონია. სტუმრებმა ყველა მეოთხედი წააგეს – განსაკუთრებით კი მესამე, რომლის შემდეგაც სხვაობამ 30 ქულას გადააჭარბა და მატჩმა ფორმალური ხასიათი შეიძინა.
ცინცაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 15 წუთი გაატარა, რის განავლობაშიც 1 ორქულიანი და 2 სამიანი ააცილა, თუმცა 5 პასი მიითვალა, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. რა საინტერესოა და 18-18 ქულით რუანში რონ ლუისი და გერშონ იაბუსელე გამოირჩნენ. გამარჯვებულ შალონელებს კი ჯერემი ჰაზელმა ულიდერა, რომელმაც მატჩის MVP-ის ტიტული დაიმსახურა.
5 მოგებითა და 22 წაგებით „რუანი“ ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მორიგი ტურის მატჩს 8 არილს, შინაურ „კინდარენაზე“ „რეიმსთან“ გამართავს.