შარაბიძე მაკედონიის თასის გათამაშების ნახევარფინალშია

შარაბიძე მაკედონიის თასის გათამაშების ნახევარფინალშია

გიორგი შარაბიძის “ფენი ინდუსტრისმა” მაკედონიის თასის მეოთხედფინალური ეტაპი იოლად დასძლია. ქართველი ცენტრის კლუბმა “ოჰრიდი” 112:69 გაანადგურა, შარაბიძე კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16:42 წუთში 12 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
18 თებერვალს “ფენი ინდუსტრისს” ნახევარფინალური მატჩი ელის, სადაც “სკოპიეს” ეთამაშება. ფინალის მე-2 საგზურისთვის “რაბოტნიჩკი” და “კარპოშ სოკოლი” იბრძოლებენ.