შარაბიძის 7 ქულა “ალბასთან” წაგებულ მატჩში

შარაბიძის 7 ქულა “ალბასთან” წაგებულ მატჩში

უნგრეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი შარაბიძის „კიორმენდმა“, რომელმაც აქამდე 1 მატჩი დამატებით დროში, მეორე კი 1 ქულით წაეგო, მესამე მარცხი განიცადა.
„კიორმენდი“ სტუმრად „“ალბას“ შეხვდა და 82:99 დამარცხდა. ეს შარაბიძის გუნდის მესამე წაგება გახლდათ მიმდინარე სეზონში და „კიორმენდი“ ცხრილის ქვედა ეშელონშია განთავსებული.
შარაბიძემ 19 წუთი ითამაშა და 7 ქულასთან ერთად 5 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. კიორმენდელთაგან საუკეთესო ვალტერ ლემონი გახლდათ 20 ქულით. მორიგ მატჩს შარაბიძის გუნდი 25 ოქტომბერს სტუმრად „იაჟბერენისთან“ გამართავს.