შარაბიძის “კიორმენდმა” უნგრეთის ჩემპიონატი ოვერტაიმში მარცხით დაიწყო

შარაბიძის “კიორმენდმა” უნგრეთის ჩემპიონატი ოვერტაიმში მარცხით დაიწყო

დასანანი მარცხით გახსნა სეზონი გიორგი შარაბიძის „კიორმენდმა“. უნგრეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კიორმენდელები ქალაქ კეჩკემეტში „დიუნა აზფალტს“ შეხვდნენ და დამატებით დროში, 73:80 წააგეს.
შეხვედრა ტრაგიკულად დაღუპული უნგრელი ძალოსანის – მესი იშტვანის სახელობის დარბაზში გაიმართა. სწორედ ამ არენაზე ითამაშა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, როცა ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში უნგრეთთან 73:74 წააგო. შარაბიძეს დღეს ისევ მოუწია კეჩკემეტში თამაში, თუმცა  კლუბ „კიორმენდის“ შემადგენლობაში.
მატჩის ძირითადი დრო 61:61 დასრულდა. დამატებით ხუთწუთეულში მასპინძლებმა მოახერხეს მებრძოლი კიორმენდელების გატეხვა და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
შარაბიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში გიორგიმ 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. „კიორმენდში“ საუკეთესო ამერიკელი ვალტერ ლემონი გახდა 17 ქულითა და ამდენივე მოხსნით.
მომდევნო მატჩს კიორმენდელები 18 ოქტომბერს კვლავ სტუმრად, ამჯერად ქალაქ ნირეგიაზში, კლუბ „მარსოსთან“ ჩაატარებენ.

კლუბი “კიორმენდი”. გიორგი შარაბიძე №1