შარბიძის გამარჯვება და მატჩის საუკეთესოს ტიტული მაკედონიაში

შარბიძის გამარჯვება და მატჩის საუკეთესოს ტიტული მაკედონიაში

გიორგი შარაბიძის მორიგი წარმატებული მატჩი მაკედონიის ჩმპიონატში. ქართველი ცენტრის „ფენი ინდუსტრისმა“ „კოვუს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 88:82 დაამარცხა. შარაბიძე შედეგიანობით გამოირჩა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 29 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 8 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ შარაბიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30 შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთეო მაჩვენებელი გახლდათ.“ფენი ინდუსტრისს” 8 ტურში 7 მოგება მოუგროვდა და თანალიდერობა დაიბრუნა, რადგანაც “რაბოტნიჩკიმ” მოულოდნელად “კუმანოვოსთან” წაიფორხილა. ქართველი ლეგიონერის კლუბს მომდევნო შეხვედრა 1 იანვარს, სტუმრად, “მზტ სკოპიესთან” ელის.