“შარლერუა” შიდაჩემპიონატში დამარცხდა

ევროლიგაში გამარჯვების შემდეგ თორნიკე შენგელიას „შარლერუამ“ ბელგიის ჩემპიონატში წააგო. შარლერუელები სტუმრად ანტვერპერნის „ჯაიანთსს“ შეხვდნენ და შეხვედრა უშანსოდ – 58:80 დამარცხდნენ.
ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 5 ქულა და 3 პასი მიითვალა. შენგელიამ 5 ცდიდან მხოლოდ 1 ორქულიანი და 7–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. „შარლერუაში“ ყველაზე მეტი – 16 ქულა – ამერიკელმა კრის ჰილმა მოაგროვა.
მიუხედავად მარცხისა, „შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრად შენგელიას გუნდი 17 დეკემბერს შინ „“მონსთან“ გამართავს.