“შარლოტთან” წაგებულ მატჩში ფაჩულია ორმაგი დუბლით დალასელთაგან საუკეთესოა

“შარლოტთან” წაგებულ მატჩში ფაჩულია ორმაგი დუბლით დალასელთაგან საუკეთესოა

ზაზა ფაჩულიას მესამე ორმაგი დუბლი ნბა-ს მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის მე-5 მატჩში. „დალას მავერიკსმა“ „შარლოტ ჰორნეთსს“ უმასპინძლა და ქართველი ცენტრი ტეხასელთაგან საუკეთესოდ დასახელდა. ზაზას ასპარეზობას ელფერს მხოლოდ დალასელთა მარცხი უკარგავს, რომლებმაც შეხვედრა 94:108 დათმეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიას ანგარიზე მთლიანობაში 14 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. საქართველოს ნაკრების კაპტანი გახლდათ ერთადერთი, რომელმაც „დალასში“ ორმაგი დუბლი დააგროვა.
დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 28 წუთიანი თამაშის შემდეგ 14 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. დერონ უილიამსმა დალაელებს 15 ქულა მიაშველა, უესლი მეთიუზის ანგარიშზე კი 11  ქულა დაგროვდა. დალსელმა მაღლებმა ვერაფერი მოუხერხეს შარლოტელთა ცენტრ ალ ჯეფერსონს, რომელმაც 27 წუთში 31 ქულა მოაგროვა. კარგად გაისარჯა „ჰორნეთსის“ მძიმე ფორვარდიც – მარვინ უილიამსმა 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. უილიამსმა ნბა-ს კარიერა 10 წლის წინ „ატლანტაში“ დაიწყო, სადაც იმ ხანად ძირითად ცენტრად ზაზა ფაჩულია თამაშობდა.
დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე დაქვეითებულ დასალესლებს 2 მოგება და 3 მარცხი აქვთ, მორიგ შეხვედრას კი 8 ნოემბერს, ისევ შინ, „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ გამართავენ.