შავი ზღვის თამაშები კადეტებმა წაგებით დაიწყეს

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა წაგებით დაიწყო თავისი გამოსვლა შავი ზღვის პირველ თამაშებზე. ჯგუფური ეტაპის სადებიუტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი (რომელსაც მიხეილ კობეშავიძე უდგას სათავეში) საბერძნეთთან 59:103 დამარცხდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები სხვა მონაწილეებთან შედარებით სამი წლით ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულით თავი საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, კახა შენგელიას შვილმა, თორნიკემ გამოიჩინა, რომელმაც მატჩი 15 ქულითა და 8 მოხსნით (მეორე შედეგი გუნდში) გამოიჩინა. მეორე მატჩში, რომელიც ზეგ შედგება, საქართველოს კადეტები აზერბაიჯანს შეხვდებიან.
საქართველო – საბერძნეთი 59:10318:24, 19:24, 9:28, 13:27საქართველო: შენგელია (15 ქ. 8 მ. 1 პ. 1 ჩ), ბაქრაძე (14 ქ. 1 მ. 1 პ. 1 ჩ), ჩიკვილაძე (9 ქ. 2 მ. 2 პ), დვალიშვილი (6 ქ. 9 მ. 5 პ. 2 დ), ელანიძე (6 ქ. 3 მ. 2 ჩ), იოსელიანი (2 ქ. 2 მ. 1 ჩ), სულაბერიძე, ბოქოლიშვილი.