შეხვედრა საბონისთან და მზადება ლიტვასთან საბრძოლველად (VIDEO)

შეხვედრა საბონისთან და მზადება ლიტვასთან საბრძოლველად (VIDEO)

დღეს ლიტვამ და საქართველომ ლილის კიდევ ერთ დარბზში, „პალაციოში“ ივარჯიშეს. ნაკრებები მესამე დღეა ლილში არიან და ერთ დარბაზში ორი ვარჯიში არ ჩაუტარებიათ. ეს ერთნაირად ეხება როგორც საქართველოს, ისე პლეი ოფის მონაწილე სხვა გუნდებს. მიზეზი ისაა, რომ ევროპირველობის სათამაშო, პიერ მაროს არენაზე მერვედფინალური მატჩები მიმდინარეობს.

საქართველომდე „პალაციოში“ ლიტვამ ივარჯიშა და მომავალი მეტოქეები ერთმანეთს დარბაზის შესასვლელში შეხვდნენ. მოთამაშეები ნაკლებად და ერთმანეთს ფედერაციათა ხელმძღვანელები გამოელაპარაკნენ. ლიტველთა წინამძღოლი არვიდას საბონისი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს და ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა.
რაც შეეხება ქართველების ვარჯიშს, ის 45 წუთს გაგრძელდა და ძირითადად დაცვას დაეთმო. მწვრთნელებმა მოთამაშეები ლიტველთა კომბინაციებისგან თავდაცვაში ავარჯიშეს. ცხადია, ბალტიელთა თამაშის სტილი შესწავლილი აქვთ ჩვენს მწვრთნელებს და მათ საწინააღმდეგო თამაშის ტაქტიკაც დასახეს. მთავარია, როგორი იქნება შესრულების ხარისხი.
მაშ ასე, 23:00 საათზე საქართველოსა და ლიტვის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მერვედფინალს ითამაშებენ. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით შედგება.