შენგელია 23 ქულით “ფუენლაბრადასთან” მოგებული მატჩის ბომბარდირი გახდა

შენგელია 23 ქულით “ფუენლაბრადასთან” მოგებული მატჩის ბომბარდირი გახდა

თორნიკე შენგელიას 23 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში. „ლაბორალ კუჩას“ ქართველმა ფორვარდმა მე-13 ტურის მატჩში „ფუენლაბრადასთან“ დიდებულად ითამაშა და ბასკურ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. ვიტორიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 101:79 ფაანადგურეს.

შენგელია 23 ქულით ბომბარდირი გახდა. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 11-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 23 ქულასთან ერთად თორნიკემ 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 შეადგინა, თუმცა ვიტორიულ გუნდში ამ მხრივ საუკეთესო შედეგი იანის ბურუსისმა დააფიქსირა – 20 ქულა, 8 მოხსნა და მარგი ქმედების 33 ერთეული.
შენგელიას გუნდს 10 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და კვლავ მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს შინაურ არენაზე 3 იანვარს, სამეფო კლუბ „მადრიდის რეალთან“ ელის.