შენგელია ჩიკაგოსთან განაცხადს მიღმა დარჩა

დღეს, გამთენიისას გამართულ მატჩში თორნიკე შენგელია განაცხადში არ იყო. „ბრუკლინ ნეთსმა“ „ჩიკაგოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 90:92 დამარცხდა. შენგელიასთან ერთად განაცხადში არ იყო ტაიშონ ტეილორი.
 
ბრუკლინელება განვითარების ლიგიდან კრის ჯოზეფი დაიმატეს, რომელსაც „ჩიკაგოსთან“ არ უთამაშია, მაგრამ განაცხადში კი იმყოფებოდა. ჯოზეფის დამატება ისედაც სიმბოლური დროით მოთამაშე შენგელიასთვის კონკურენციის კიდევ უფრო გამძაფებას ნიშნავს.
 
განვითარების ლიგის სეზონი „სპრინგფილდ“ არმორისთვის დასრულდა და შესაბამისად, შენგელია სეზონს „ბრუკლინში“ ჩაამათავრებს, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე 7 მატჩი დარჩა, რის შემდეგაც პლეი ოფის პირველი რაუნდი ელის.