თორნიკე შენგელიას შესანიშნავი სეზონი აქვს და ევროლიგასთან ერთად იგი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოსაგებადაც იბრძვის. უფრო ზუსტად, გულშემატკივრები და საკალათბურთო საზოგადოების წევრები გადაწყვეტენ, თუ ვინ გახდება ესპანეთის MVP.
უკვე დაწყებულია გამოკითხვა, რომელიც სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს. ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი. ხმის მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეისბუქი, ტვიტერი და ინსტაგრამი. პროცედურა მარტივია: Public სტატუსით ვპოსტავთ #Mvpmovistar Tornike Shengelia. ასევე შესაძლებელია ხმის მიცემა გიორგი შერმადინზე (#Mvpmovistar Giorgi Shermadini), თუმცა მიღებული ტრავმისა და უქმობის გამო, ქართველი ცენტრის შანსები მცირეა.
ფანების ხმები საერთო ხმების 25%-დ ჩაითვლება (დანარჩენი მოდის მწვრთნელებზე, კალათბურთელებზე და პრესაზე, თითოეულს 25%).
ხმის მიცემის პროცედურა 19 მაისს 17 საათზე დასრულდება.
დღევანდელი მონაცემებით ლიდერობს “რეალი”ს ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი, შემდეგ მოდის თორნიკე შენგელია, მესამეზე კი დიონ ტომპსონია.