შენგელია ევროლიგის მეორე ეტაპზე ფაცაცაიასა და მარკოიშვილთან ერთად

შენგელია ევროლიგის მეორე ეტაპზე ფაცაცაიასა და მარკოიშვილთან ერთად

თორნიკე შენგელიას „კუჩა ლაბორალი“ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დამარცხდა, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. ვიტორიელებმა საჭირო გამარჯვებები 2 განვლილ ტურში მოიპოვეს და დღევანდელ მატჩში წაგებით ბევრი არაფერი დაუკარგავთ.
შენგელიას გუნდი ბელგრადში „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდა და 82:90 წააგო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, მოედანზე კი 12:47 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სხვა ღირებულების სროლა კი არ განუხორციელებია.
5 მოგებითა და 5 წაგებით „ლაბორალმა“ D ჯგუფში ასპარეზობა მე-3 ადგილზე დაასრულა და 30 დეკემბრიდან 8-გუნდიან მეორე ჯგუფურ ეტაპზე ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდთან“ და მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სთან ერთად იასპარეზებს.