შენგელია მოედანს დაუბრუნდა: 6 ქულა და გამარჯვება “ბარსელონასთან”

შენგელია მოედანს დაუბრუნდა: 6 ქულა და გამარჯვება “ბარსელონასთან”

თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. ქართველი ფორვარდის შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება თავად „ლაბორალ კუჩას“ მთავარმა მწვრთნელმა ველომირ პერასოვიჩმა გააკეთა. ქართველი ფორვარდისთვის ეს იყო სეზონის პირველი მატჩი, რადგან 7 ოქტომბრის შემდეგ თორნიკე მუხლს მკურნალობდა და ესპანეთის ჩემპიონატი ვიტორიელებმა მის გარეშე დაიწყეს.

შენგელიას დაბრუნება ფეხბედნიერი გამოდგა. ვიტორიელებმა „ბარსელონას“ უმასპინძლეს და კატალონიური გრანდი 87:79 დაამარცხეს. შენგელია მოედანზე 10:24 წუთით გამოჩნდა და 3-დან სამივე ორქულიანი ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად ქართველმა ლეგიონერმა 1 მოხსნა მიითვალა.
გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო დარიუს ადამსი იყო, ფრანგმა ფაბიენ კოსიემ კი 16 ქულა მიითვალა. „ბარსელონაში“ 20 ქულით სტრატოს პერპეროღლუ გამოირჩა, ანტე ტომიჩის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
6 მოგებითა და 1 მარცხით შენგელიას გუნდი „ბარსასთან“ და „რეალთან“ ერთად 2-4 ადგილებს იყოფს. მორიგი მატჩი კი 29 ნოემბერს სტუმრად „სარაგოსასთან“ აქვს დაგეგმილი.