შენგელია მოედანს დაუბრუნდა. “შარლერუა” მესამე, გადამწყვეტს ითამაშებს

შენგელია მოედანს დაუბრუნდა. “შარლერუა” მესამე, გადამწყვეტს ითამაშებს

მცირე ტრავმით გამოწვეული ერთმატჩიანი უქმობის შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს  ბელგიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში დაუბრუნდა. „შარლერუამ“ სადებიუტო გამარჯვების შემდეგ სერიის მეორე შეხვედრა გასვლაზე „ლუვენთან“ 73:88 წააგო. შესაბამისად, დაინიშნა მესამე, გადამწყვეტი მატჩი, რომელსაც 19 მაისს შარლერუელები უმასპინძლებენ.
ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთს ითამაშა და 4 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთი შეცდომა დაუშვა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
თუკი მომდევნო მატჩში „შარლერუამ“ მოგება მოახერხა, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.