შენგელია მურსიაში წაგებულ მატჩში თანაგუნდელთაგან საუკეთესო იყო

შენგელია მურსიაში წაგებულ მატჩში თანაგუნდელთაგან საუკეთესო იყო

თორნიკე შენგელიას თავმომწონე გუნდმა მოულოდნელი მარცხი იწვნია. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ლაბორალ კუჩა“ სტუმრად „მურსიას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 66:68 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი დამარცხებულთაგან საუკეთესო იყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ მოედანზე არასრული 20 წუთი გაატარა და თავი 10 ქულას, 8 მოხსნას და 1 დაფარებას მოყარა. თორნიკემ საბოლოოდ მარგი ქმედების 14 ერთეული დააგროვა, თავის გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
14 მოგებითაბ და 4 მარცხით „ლაბორალ კუჩა“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ვიტორელებს ლიდერ „ვალენსიასთან“, 7 თებერვალს ელით.