შენგელია “პეპინსტერის” ხუთეულში გამოჩნდა

შენგელია “პეპინსტერის” ხუთეულში გამოჩნდა

თორნიკე შენგელიამ ბელგიურ „პეპინსტერის“ ხუთეულში ითამაშა. ეს გახლდათ მეორე ოფიციალური მატჩი შენგელიას მონაწილეობით და ქართველმა ახალგაზრდამ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.
 
შენგელიას გუნდი სტუმრად ეთამაშებოდა ბელგიური კალათბურთის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდ „მონსს“ და საბოლოოდ 87:100 წააგო. მოედანზე 25 წუთი გაატარა და 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 5–დან 4 ორქულიანი გამოიყენა, 1 სამიანი კი აიცდა.
 
„პეპინსტერს“ 1 მოგება და 1 წაგება აქვს და ბელგიის უმაღლეს ლიგაში ცხრილის შუაში იმყოფება.