შენგელია “შარლერუას’ სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა

შენგელია “შარლერუას’ სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა

14 წუთში მოგროვებული 8 ქულა – ეს თორნიკე შენგელიას ახალი შედეგია. ტრავმისგან რეაბილიტირებული ქართველი ფორვარდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და ჩვეულ ფორმას იბრუნებს. შენგელიამ თავის „შარლერუას“ ბელგიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში – „გენკთან“ დაეხმარა. შარლერუელებმა მეტოქე 68:50 დაამარცხეს.
20 წლის ქართველი ფორვარდი უკვე სასტარტო ხუთეულსაც დაუბრუნდა. მან ჩვეულად დაიწყო „გენკთან“ მატჩი და მოედანზე საკმაოდ პროდუქტიული 14 წუთი გაატარა. შემგელიამ 7 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. თორნიკემ საბოლოოდ 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, 4ბურთი სამჯერ დაკარგა და 4 პერსონალური მიიღო.
17 მოგებითა და 7 მარცხით „შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „ოსტენდეს“. მომდევნო მატჩს „შარლერუა“ 4 აპრილს შენგელიას ყოფილ გუნდ „პეპინსტერთან“ გამართავს.