შენგელიამ ბარსასთან მეორე ნახევარფინალურ მატჩში 9 წუთი ითამაშა

შენგელიამ ბარსასთან მეორე ნახევარფინალურ მატჩში 9 წუთი ითამაშა

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა. ვიტორიელებმა კატალონიაში ღირსეულად იბრძოლეს ბარსელონასთან, მოგებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდის წინ მოპოვებული 4-ქულიანი ლიდერობა ვერ შეინარჩუნეს, დასკვნითი 10-წუთეული 12:21 დათმეს და საბოლოოდ 68:73 წაგებით სერიაში 0:2 ჩამორჩნენ.

თორნიკე შენგელიამ ტრავმიდან მომჯობინების შემდეგ ყველაზე დიდ ხანს – 8:36 წუთი ითამაშა. ქართველმა ფრვარდმა 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიან კი ააცილა. შენგელიამ საბოლოოდ 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. 15 ქულით ვიტორიელთაგან საუკეთესო შედეგი მაიკ ჯეიმსმა დააფიქსირა, რომელმაც 7-დან 5 ოქრულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
ნხევარფინალური სერიის მომდევნო მატჩი ვიტორიაში 8 ივნისს გაიმართება და თუკი ლაბორალ კუჩა იმარჯვებს, მორიგ შეხვედრას ისევ ვიტორია – 10 ივნისს უმასპინძლებს.