შენგელიას 10 ქულა 15 წუთში და ცსკა-ს გამარჯვება პირეოსში ოლიმპიაკოსთან

შენგელიას 10 ქულა 15 წუთში და ცსკა-ს გამარჯვება პირეოსში ოლიმპიაკოსთან

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-12 ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში 19-ქულიანი სხვაობით დაამარცხა ბერძნული ოლიმპიაკოსი  80:61. ევროლიგაზე ცსკა-მ ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო. 

თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რომელიც ცსკა-მ ქულით მოიგო, შესვენებაზე რუსული კლუბი 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა წინ, მესამე მეოთხედში კი გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და თამაში მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

საქართველოს ნაკრების მატჩებიდან დაბრუნებული შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მან მხოლოდ 15:58 წუთი ითამაშა, რაც მისი გადატვირთულობით და მატჩის მიმდინარეობით უფრო აიხსნება. თორნიკემ 10 ქულა ჩააგდო, მათ შორის 2 სამქულიანი. ქართველ მძიმე ფორვარდს მოხსნა საერთოდ არ ჰქონია, მის ანგარიშზეა 1 პასი და 1 დაკარგვაც. ცსკა-ში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო: 16 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი. 

მოსკოვის ცსკა-ს 12-დან 9 მოგება აქვს და ამ ეტაპზე ლიდერია. 11 დეკემბერს ცსკა-ს რუსული დერბი აქვს ხიმკისთან, რომელიც ბოლო ადგილზეა.