თორნიკე შენგელიას გუნდმა ეპანეთის პლეი ოფის პირველ რაუნდში ანგარიში გაათანაბრა. მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება და შენგელიას ლაბორალ კუჩამ პირველი მატჩის სრუმრად წაგების შემდეგ მეორეში იმარჯვა და საქმე გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა. ლაბორალ კუჩას მეტოქე მალაგის უნიკახაა, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა და მეოთხედფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობას ფლობს.
სერიის მეორე მატჩი ვიტორიაში გაიმართა და ის მასპინძლეთა უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე ჩამთავრდა. ლაბორალ კუჩამ საწყისი მეოთხედი 20:16 მოიგო, მეორეში კი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა – 49:36. მეორე ტაიმში ვიტორიელებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 10-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს – 92:82.
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მთლიანობაში 15:25 წუთი გაატარა და შეტევაში შედეგიანობით გამოირჩა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 10 ქულა დს 4 მოხსნა დაგროვდა. შენგელიამ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
ვიტორიელებმა გუნდურად ითამაშეს, გამარჯვებულებს განსაკუთრებულად გამორჩეული მოთამაშე არ ჰყოლიათ. ფერნანდო ან ემეტერიო 19 ქულით ბომბარდირი გახდა, თუმცა საერთო სარგებლიანობით საუკეთესო ფაბიენ კოსიე (13 ქულა, 4 პასი) იყო, შემდეგ კი 12 ქულისა და 7 მოხსნის მომგროვებელი კიმ ტილი მოდის. უნიკახაში 14-14 ქულით საუკეთესონი სტეფან მარკოვიჩი და ჯაისონ გრეინჯერი იყვნენ.
სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 1 ივნისს, მალაგაში გაიმართება.