შენგელიას 11 ქულა და მარცხი “ოლიმპიაკოსთან”

შენგელიას 11 ქულა და მარცხი “ოლიმპიაკოსთან”

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუტჩამ“ ევროლიგაში მორიგი მატჩი წააგო. პირველიმარცხი განიცადა. სადებიუტო მატჩშ ლიტვური “ნეპტუნასის“ დამარცხების შემდეგ ვიტორიელებმა დღეს პირეოსში, „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ ითამაშეს და დაძაბულ ბრძოლაში – 57:63 წააგეს.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყოდა მოედანზე მთლიანობაში 22:46 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად შენგელიამ 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. შენგელიაზე მეტი ქულა ვიტორიელთა შორის მხოლოდ ფერნანდო სან ემეტერიომ დააგროვა – 14.
„ლაბორალ კუტჩა“ მომდევნო საევროლიგო მატჩს 31 ოქტომბერს, შინ თურქულ „გალათსარაისთან“ გამართავს.