თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ კატალონიაში „ბარსელონასთან“ დამატებით დროში წააგო. პირველი ტაიმი ბასკურმა გუნდმა 6 ქულით წააგო, თუმცა მეორე ზუსტად ასეთი სხვაობით მოიგო და მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 84:84 დასრულდა.
დამატებით დოში ბარსელონელებმა თავისიგაიტანეს და ბასკონიელები საბოლოოდ 98:92 დაამარცხეს. შენგელია სასტარტო ხუთეულშიიყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. საბოლოოდ შენგელიმ 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ვიტორიელთაგან 10 ქულით, 10 მოხსნით და პასით საუკეთესო ადამ ჰანგა გახლდათ, ხოლო ანდრეა ბარნანიმ ბასკურ კლუბს 18 ქულა შესძინა. „ბარსელონაში“ 24 ქულით ჯასტინ დოლემანი გამოირჩა, 20 ქულა კი ტირის რაისმა დააგროვა.
3 ტურის შემდეგ „ბასკონიას“ 2 მოგება აქვს. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 16 ოქტომბერს, შინ შერმადინი-ბურჯანაძის“ანდორასთან“ გამართავს.