შენგელიას 12 ქულა 12 წუთში და დასანანი მარცხი ანდორაში

შენგელიას 12 ქულა 12 წუთში და დასანანი მარცხი ანდორაში

შაბათს ესპანეთის ჩემპიონატის 1 მატჩი ჩატარდა, რომელიც კახა შენგელიას გუნდის უიღბლობით დასრულდა. „ლაბორალ კუტჩამ“, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი იცავს, ანდორაში ადგილობრივ „მორაბანკთან“ დასანანი მატჩი წააგო. ბოლო წამზე დევიდ ნავაროს ზუსტი სროლით ანდორელებმა 87:85 მოიგეს.
ქართველმა ფორვარდმა საკმაოდ დამაჯერებლად და შედეგიანად ითამაშა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 12:42 წუთზე მეტი არ გაჩერებულა. არადა, ქართველი ფორვარდი საკმაოდ სარგებლიანი იყო. ამ მცირე დროში მან 12 ქულის დაგროვება მოასწრო.
შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ამ შეფარდებით შეასრულა საჯარიმოებიც. ქულების გარდა საქართველოს ნაკრების ფორვარდს მხოლოდ 1 დაფარება ჰქონდა. თორნიკემ 2 სამქულიანიდან 1 ჩააგდო და საერთო შედეგიანობით გუნდში მხოლოდ სან ემეტერიოსა და კოლტონ აივერსონს ჩამორჩა. ემეტერიომ 17 ქულა მიითვალა, აივერსონმა – 15.
3-დან 3 მარცხით ბასკური გუნდი ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა. ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი „ლაბორან კუტჩას“ 26 ოქტომბერს შინ, „ბილბაოსთან“ ელის.

ანდორელთა ფარს შენგელია 3-ქულიანი ზონიდან უტევს