შენგელიას 13 ქულა და “გრან კნარიასთან” გამარჯვებით დაწყებული პლეი ოფი

შენგელიას 13 ქულა და “გრან კნარიასთან” გამარჯვებით დაწყებული პლეი ოფი

„ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი გამარჯვებით გახსნა, რაშიც თორნიკე შენგელიას წილი სოლიდურია. ბასკურმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში „გრან კანარიას“ უმასპინძლა და 71:59 დაამარცხა.
შენგელია თამაშში სათადარიგოთ სკამიდან ჩაერთო და 21:58 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რითაც ის მხოლოდ ადამ ჰანგას (26) ჩამორჩა. უნგრელმა ლეგიონერმა 17 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
მეოთხედფინალური სერია 2 გამარჯვებამდეა და თუკი ბასკონიელები 25 მაისს გრან კანარიასთნ“ სტუმრადაც იმარჯვებენ, ნახევარფინალში გავლენ.